Thursday, October 21, 2010

მომილოცეთ, მოვიგე!      



თუკი სხვა იგრეკიანი გამასწრებდა მას ჩემი მშობლები იგივე სახელს დაარქმევდნენ რასაც მე, იგივე სკოლაში ივლიდა, იგივე მეგობრები ეყოლებოდა ან თითქმის იგივე.
იმდენივე სიყვარულს მიიღებდა მშობლებისა და ნათესავებისგან, რაც მე მივიღე. 
მას შეიძლება არც ჰქონოდა იგივე სახელი რაც მე, ეს იმ შემთხვევაში, თუკი იქსიანი გამასწრებდა და  გოგო გაჩნდებოდა, თუმცა დაბადების დღე ალბათ ჩემს მშობლებს იგივე ჩემ დაბადების დღეს ექნებოდათ გადასახდდელი. 
მაშ ასე ისინი 100 ათასნი იყვნენ, ნახევარს მათგანს ზუსტად ვიცი, გიგა უნდა რქმეოდა, მეორე ნახევარს ვთქვათ სოფო. მათი დაბადების დღე ჩემსას დაემთხვეოდა, ჩემი მშობლები ისევე ბედნიერები იქნებოდნენ, როგორც მე გავაბედნიერე, ისევე იზრუნებდნენ თითოეულ მათგანზე როგორც ჩემზე.

მაგრამ ისინი არ დაიბადნენ.
არ დაიბადნენ ერთი მიზეზით, მათი კვერცხუჯრედი მე დავიკავე. მას შემდეგ რაც შემიშვა, მტკიცედ დაკეტა ყველა ფორა, რომ სხვასაც არ შემოეღწია.
ჩემი ტყუპისცალი უამრავი გიგა და ამდენივე სოფო, ან მარიკა, ან ნინო ან ხათუნა უსამართლოდ  არშემდგარნი გახდნენ,

მე კი დაუმსახურებლად რჩეული და  გამარჯვებული.  

ეს ყველაზე დიდი ლატარიაა, რაც მომიგია. 
















პრინციპში, არც  ვთამაშობ ლატარიას, რაღა უნდა მოვიგო იმაზე მეტი, რაც უკვე მომიგია?

როგორც ჩემი ნაცნობი ეუთოს დამკვირებელი ეტყოდა მეორე ეუთოს დამკვირვებელს შატილი-მუცოს მონაკვეთზე უაზით ნჯღრევანჯღრევით მგზვრობისას, ნუ ჩქარობ, ჩემზე ჩქარა მაინც ვერ ივლი, მე ყოფილი სამხედრო პილოტი ვარ მიგზე ვფრენდიო.

აი ამიტომ არ ვთამაშობ არანაირ ლატარიას და არ დავდივარ კაზინოში. 
ისედაც იღბლიანი ვარ, მინდა იღბლიანი ვიყო ჩემს თვალში და რაღაც წვრილმან რისკს და აზარტს ეს მაღალი შეფასება არ გავახუნებინო. 


რომ მოვიგო? ბევრი რომ მოვიგო? 
გამეხარდება, ჩემი იღბლიანობის შეფასება მთელი 10%_ით გამეზრდება, მაგრამ როგორც ყველას, მეც დროთა განმავლობაში კაზინოს დავუბრუნებ მაგ ფულს. 

ანუ რა გამომივიდა, თუ მინდა ბედნიერი მოთამაშე გავხდე და იღბლიანი უკვე სხვისთვისაც მერქვას, ვიყიდო ახალი მანქანა და გავარემონტო აგარაკი მოგებული ფულით, მაშინ მხოლოდ ერთხელ უნდა ვითამაშო, მხოლოდ ერთხელ ცხოვრებაში. 
ცხოვრებაში?
წელიწადში?
თვეში?
დღეში? 
რულეტკა?
ბლეკჯეკი?
პრეფერანსი? 
...?

2 comments:

მიშო said...

როგორც ჩანს ყველა ჭკვიანი ადამიანი რაღაცით გავს ერთმანეთს.ამ პოსტის წაკითხვამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამაში. ძალიან ხშირად ამბობდა,რომ პირველი დიდი გამართლება ადამიანის, ამქვეყნად მოვლინებაა. მაგრამ თუ კი შენს ცხოვრებას ლუარსაბ თათქარიძესავით განვლებ,და მოკვდები ისე,როგორც"იხოცებიან ბევრნი ჩვენგანნი, რომელნიც არც თავის სიცოცხლით უმატებენ რასმეს ქვეყანასა და არც თავის სიკვდილით აკლებენ".,აქვს კი მაშინ ამ გამართლებას აზრი? აზრიანად უნდოდა მიშიკოს ცხოვრება....

მიშო said...

არ ვიცი, ვინ ბრძანდებით პიროვნულად. თქვენს ბლოგს კი თითქმის ერთი წელია პერიოდულად ვკითხულობდი.და აი, თურმე როგორ აღმოვჩნდი თქვენი ბლოგის მკითხველი. გუშინ მოვიცალე და თქვენი ძველი პოსტების კითხვა გადავწყვიტე.2008 წლის აგვისტოს ომის თემებთნ დაკავშირებულ კომენტარებში აღმოვაჩინე ჩემი მეუღლის წერილი- О Б Р А Щ Е Н И Е К Р У С С К О М У Н А Р О Д У !
ამ თემასთან დაკავშირებით ერთი მაშინდელი ეპიზოდი მინდა გავიხსენო: იმ დღეს, როცა რუსებმა ცხინვალი დაბომბეს სახლში ვეღარავინ ვჩერდებოდით.მთელი სამეზობლო ქუჩაში იდგა. საკუთარი თვალით დაინახა ნოდარიმ, როგორ გადაგვიფრინა რუსულმა თვითმფრინავმა და ჩამოაგდო ბომბი ვაზიანში.ცოტა ხნის შემდეგ იგივე განმეორდა მარნეულის აეროდრომზე და შემდეგ თითქმის მთელს საქართველიში. საშინლად მძიმე სურათი იყო. ეზოში შემოვიდა და მეუბნება:დაასუფთავე სარდაფი,იქნებ დაგვჭირდეს თავშესაფრადო.(კერძო სახლი გვაქვს და საძირკველი საკმაოდ მყარი და ფართო კედლებითაა ნაგები). მიშომ ეს რომ მოისმინა საშინლად გაბრაზდა,მიუბრუნდა მამამისს და უთხრა: აღარასოდეს გაიმეორო, რომ ორივე ომში იბრძოდი.არ ველოდი შენგან ამას.როგორ, თუკი ჩვენი ქალაქი დაიბომბება ეს ნიშნავს, რომ რუსები შემოვიდნენ და ჩვენი დამოუკიდებლობაც დამთავრდა და მაშინ რაღა აზრი აქვს სიცოცხლესო. იმდენად აღაშფოთა მამამისის ამ სიტყვებმა მიშო ,რომ არაფრის გაგონება აღარ უნდოდა.არც მამამისის განმარტების მოსმენა. როცა ნოდარი უხსნიდა, რომ ის 4 შვილის მამაა და ვალდებულია იზრუნოს შვილების უსაფრთხოებაზე, თორემ თვითონ ბევრჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში და არც ახლა დაიხევდა უკან.
აი, ასეთი ვაჯკაცი გამოგვეცალა ხელიდან. რამდენი რამის გაკეთება უნდოდა..