Thursday, June 23, 2011

დუელი 080808

ქართველების 1 მილიონს, რომელთა თვალწინაც ხდებოდა 080808 ომისათვის მზადება 07-ში სჯერა, რომ ომი ქართველებმა დავიწყეთ
რუსების 2 მილიონს, რომელთა თვალწინაც ხდებოდა ომისთვის მზადება 04-05-06-07 სჯერა, რომ ომი რუსებმა დაიწყეს

1 მლნ ქართველმა შეძლო დანარჩენი 3,5 მლნ ქართველების დარწმუნება, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ
2 მლნ რუსს არც უცდია დანარჩენი 148 მლნ რუსის დარწმუნება ომი ჩვენი დაწყებულიაო, თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც:
ლარიონოვი, პანფილოვი, რიჟა გოგო
არიან უსახელოებიც, რომელთაც, მას შემდეგ რაც თავისი თვალით ნანახი მოყვნენ, ეშინიათ თავის სამშობლოში გიჟად  და უცხოპლანეტელთა მოკავშირედ არ შერაცხონ. 
ერთი ასეთი სტუმრად გვყავდა 18-19 მაისს, ზუსტად მიტინგებამდე. 
სამხედრო ექიმი იყო მოსკოვის ჰოსპიტალიდან. 
ლექციას ისე ტყვიამფრქვევივით კითხულობდა, ბრეჟნევისდროინდელი ვრემია გამახსენა და ეჭვი  გამიჩნდა, ექიმი- პროფესორი ექიმ პროფესორად, მაგრამ გულში ალბათ რა ბაჯაღლო კაგებეშნიკური ზრახვები უდევს მეთქი. 
შევმცდარვარ. 
მცხეთა, შარდენი, მთაწმინდა, სამება და... ქალი ( ქალ ექიმ-პროფესორზე ვყვები) დადნა, კურიერს ეუხერხულება ისეთი რამეები თქვა თავისი ნაფიქრი: 

ომი ჩვენ ( რუსებმა ) დავიწყეთ, მე 08080-მდე მინვოდში ვისვენებდი და ომამდე ჩემს თვალწინ ჩაიარა საზღვრისკენ მიმავალმა ტანკების უზარმაზარმა კოლონებმაო. როცა ამას ჩემებს ვუყვები, გიჟად მთვლიანო. 
ჩვენს ( რუსეთის) ხელისუფლებას აწყობს თქვენთან ომი და საზღვრების დაკეტვა, იმიტომ რომ რუსებმა ( ხალხმა)  რომ დაინახონ ის თუ როგორ ლამაზ ქვეყანას აშენებთ თქვენ, საკუთარ მთავრობას შეუტევენ, ჩვენთან ხომ არაფერი ( კარგი) ხდებაო.  

და, რატომ ქვია ამ წერილს დუელი, ვინ მიხვდება?

აქ მოყვანილი ფაქტებიდან- სიმპტომებიდან, რომელი ფარული დუელის გამოაშკარავება შეგვიძლია? 

დუელის საქართველოს მთავრობასა და რუსულ მასმედიას შორის? არა, ფართოდ იფიქრე. 
დუელის რუსულ დერჟიმორდულ მენტალიტეტსა და რუსულ საქართველოსმოყვარულ მენტალიტეტებს შორის? არა, ფართოდ იფიქრე. 


გეტყვით. 
დუელი საქართველოსა და რუსეთს შორის. 
080808 ომი იყო დანიშნული დუელის აღსრულება. 

მას შემდეგ, რაც რუსეთი დარწმუნდა, რომ საქართველოს სამშვიდობო პრპექტები სულ უფრო პოპულარული ხდებოდა არა მარტო ევროპაში არამედ თვითონ სამხრეთ ოსეთშიც, რუსეთმა დაუნიშნა დუელი საქართველოს. დუელის შინაარსი იყო: 
ჩემი ჯარი ჩადგება შენს მიწაზე სამხრეთ ოსეთის საზღვარზე და შენ იქ ფეხს არ დაგადგმევინებ. 
და ეს მოხდება ახლა, უკვე მოვდივარ და შენ ვერაფერს გააწყობ ჩემს წინაშე. 
საქართველოს შეეძლო არ მიეღო დუელი და არ დახვედროდა რუსეთს დე იურე ტერიტორიაზე, დარჩენილიყო დე ფაქტო საზღვრებში, და მერე ეწუწუნა, რომ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება არის ამადაამ პაქტების დარღვევა. და ამ წუწუნს, დამიბრუნეთ მიწა, რომელზეც მე უკვე ოცი წელია ფეხი არ დამიდგამსო,  ქნებოდა ძალიან უძლური მოთხოვნა, ცვედანი მოთხოვნა. რომლის მსგავს " დაძაბულობებს"  ალბათ ყველა ქვეყნისა თავის თითქმის ყველა მეზობელ ქვეყანასთან, მსოფლიო, გაერო, საერთაშორისო თანამეგობრობა ცდილობს მიჩქმალოს, გააცივოს, დე ფაქტო და არა ისტორიულ  საზღვრებს დაუმორჩილოს. 

საქართველომ დუელი მიიღო. ეს მოხდა 080808 მდე რამდენიმე დღით ადრე. მაშინ როდესაც ჩემი სტუმარი პროფესორის თვალწინ ტანკების უსასრულო კოლონა მირიხინებდა საქართველოს საზღვრისკენ. 
ჩვენ დუელში დაგვამარცხეს. 
გადავრჩით მხოლოდ იმიტომ, რომ მძიმედ დაჯრილი და განიარაღებული ეგონათ მოგვკლეს.

ალბათ " მუდრიი გრუზინსკი ნაროდ"-ის ეიმედებოდათ, რომელიც თავის  " დურაცკოე პრავიწელსტვო"-ს მოიცილებდა და ციხეებში გაუშვებდა, მათ გასაკეთებელს აუსრულებდნენ, მაგრამ ვერ გათვალეს.
გრუზინსკი ნაროდი იმაზე წესიერი აღმოჩნდა ვიდრე ელოდნენ.    

3 comments:

Anonymous said...

Hi, I think your site might be having browser
compatibility issues. When I look at your website in
Firefox, it looks fine but when opening in Internet Explorer,
it has some overlapping. I just wanted to give you a quick heads
up! Other then that, superb blog!
Here is my web site - mufc transfer news soccer

Anonymous said...

I've been exploring for a little bit for any high-quality articles or blog posts on this sort of area . Exploring in Yahoo I ultimately stumbled upon this website. Reading this information So i'm happy to convey that I've a very excellent uncanny feeling I found out exactly what I needed. I most undoubtedly will make certain to don?t disregard this website and provides it a look regularly.
Have a look at my web page ... man utd transfer news fixtures

Anonymous said...

Hi, I think your website could be having browser compatibility issues.
When I take a look at your web site in Safari, it looks fine
however, if opening in Internet Explorer, it has some overlapping issues.
I simply wanted to provide you with a quick heads up! Aside from that,
wonderful blog!
Here is my page : pizza games papa