Thursday, June 2, 2011

დაიწონა- აიწონა


ამ მთავრობამ დაგვინგრია- აგვიშენა 




დაგვინგრია:

ანდროპოვის ყურები
რესტორნები რიყეზე
პოსეიდონი
სახლი ათონელზე
ბათუმის მედეა
ბათუმის კოლხეთი
ბათუმის დაუმთავრებელი ბიზნეს რკალი

იმ ადგილებზე ააშენა:





გამოდის რომ სადაც მეტი დაანგრია,  იქ მეტი ააშენა. 


ხშირად გვესმის ამ მთავრობამ დაგვინგრია განათლების დისტემა, ჯანდაცვა, 
რას აგიშენებს ჯერ კიდევ ნათელი არაა, იქნებ სწორედ ზემოთმოყვანილი პრინციპით  აგვიშენოს ერთიც და მეორეც. 

რაღაც ეტაპზე ამ ხელისუფლების ხელში დაშლილი იყო პოლიცია და საბაჟო. პერსონალი დათხოვნილი იყო და ანარქიამდე ერთი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი. 
დღეს პოლიცია და საბაჟო აშენებულია.    



კიდევ ერთი, რაც ამ მთავრობის მიერ დანგრეულთა ნუსხაშია შეტანილი, ეს ქართული ტრადიციული მეობა, მენტალიტეტი და კაცობაა.



თუმცა ტყუილად. ამ კატეგორიებს   ჯერჯერობით ხელისუფლებამ ძვრა ვერ უყო. 
მაგრამ რქებით კი ჰყავს დათრეული. უფრო ზუსტად გეტყვით, რქებით კიარა, ღვედით ჰყავს მიბმული ავტომობილის წინა სავარძლებზე. და წვეთწვეთ, ღვედის საკეტის ყველა გაჩხაკუნებით მასობრივად და გულცივად კლავს ჩვენში იმ ნეტარხსენებულ ქართველს. 


დაიწონა-აიწონა გრძელდება:
აიღო სტალინი
დადგა მედეა
გადაიტანა აღმაშენებელი
გამოიტანა ოკუპაციის მუზეუმი
გაყიდა ქართული სახლი არბატზე
დადგა რუსთაველი რომში
გაამაგრებს ტაოკლარჯეთის ძეგლებს
ააშენებინებს მეჩეთს სამხრეთ საქართველოში
ჩამოიყვანა იგლისურის ამერიკელი მასწავლებლები
ჩამოიყვანს ბურებს 
ჩაასხა ბადაგონი ტრაპში
აღკვეთა ღვინის ფალსიფიკაცია
დააკნინა ინტელიგენტთა ზეპური წრე
მიაკუთვნა აკადემიკოსებს მაღალი ხელფასი
ხელგაშლილად აფინანსებს პოპს და პიარს
(იხდის მილიონებს)
ძუნწად უმატებს პენსიასა და შემწეობებს
(ზოგავს ასეულ მილიონებს)
ყველგან და ყველაფერში შეყო ცხვირი
დაიკიდა საკუთარი მომხრე და ნეიტრალური მოსახლეობა, როდესაც ისინი 2008 წლის მომიტინგეების მიერ არაერთხელ იქნენ შეურაცხყოფილი, ნაცემი ან შეზღუდულნი.

 
to be continued...