Wednesday, June 29, 2011

იპოდრომი მორწყვადია

ანუ იპოდრომი, ძველ იპოდრომზე ვამბობ, შეიძლბა მოირწყას, მისი მორწყვა ფანტასტიკა აღარ
არის, შესაძლებელია. 
თანაც ტექნიკური და არა სასმელი წყლით. 
ანუ ძველი იპოდრომის (შემდგომში იპოდრომი) მორწყვა თბილისის წყლით მომარაგებას ტვირთად არ დააწვება. არცერთი წვეთი სასმელი წყლისა არ დაიხარჯება. 
 რითია ეს ფაქტი მნიშვნელობანი? 
თუკი იპოდრომი მოირწყვება მასზე მწვანე ბალახი იბიბინებს მთელი წელი.
და თუკი მას პარკი ერქმევა: 

-თბილისს ექნება ახალი მიზიდულობის ცენტრი თავისი მაცხოვრებლებისთვის
-თბილისს ექნება ახალი  მიზიდულობის ადგილი ქართველებისა და არაქართველებისთვის, მათ შორის სეპარატისტული რეგიონებისთვის
-თბილისს ექნება ახალი მიზიდულობის წერტილი მსოფლიოსთვის 
-თბილისი შევა მსოფლიო იმ ელიტარული ქალაქების რიცხვში, სადაც მოქალაქეს მწვანე მოლზე წამოწოლა შეუძლია
-გაიზრდება თბილისის ავტორიტეტი.


ევროპა მწვანე კონტინენტია, ევროპელთათვის შინაურია გარემო, რომელიც მწვანე მოლითაა დაფარული, ევროპა-ამერიკაში მოლზე გავლა, დაჯდომა, წამოწოლა და ცის შეხედვა ის უპირატესობაა, რითაც ის დანარჩენ მსოფლიოს აღემატება. 
აშშ-ს სამხრეთი შტატებისთვის ღირსების საქმეა არ ჩამოუვარდნენ ჩრდილოეთის შტათებს წამოკოტრიალებისთვის გამოსაგდეგი მწვანე პარკების არსებობით.
გაიხსენეთ ჰოლივუდური კლიშეები, რომელთაც დაუზარლად ტირაჟირებენ: 
პრესტიჟულ ამერიკულ ქალაქში ფართო, და გულუხვ ნათელ ხასხასა მწვანე ტყეპარკებში დასეირნობენ ამერიკელი წარმატებული ახალგაზრდები.
მეორე მხრივ კი მექსიკის ყვითელ ხრიოკ ლანდშაფტებს ხშირად სერავს ქარის ატაცებული ბურთად შეკრული ეკლები. 

საქართველო ევროპის მექსიკაა, თბილისში და მის გარშემო ბალახი ივნისის შუა რისხვებიდან იხრუკდბა, ყვითლდება. 
რაც არ უნდა თანასწორუფლებიანი მეგობრობის პაქტები დაუდოს სახელმწიფო აშშ-მ სახელმწიფო მექსიკას, ყველა ამერიკელს მაინც ეცოდინება, რომ მექსიკელზე უკეთეს ქვეყანაში ცხოვრობს და მისი შვილთაშვილებიც მექსიკაზე უკეთეს ქვეყანაში იცხოვრებენ, ლაღ მწვანე პარკებში ისეირნებენ. 
საქართველოს მსოფლიო ინტერესის დიდი ტალღა წინ აქვს, 
საქართველოს მალე შემოხედავს მსოფლიო ახალი თვალით, აქ გაცილებით მეტი ტურისტი ჩამოვა ევროპის სანახავად. 
აქ ევროპელმა უნდა განსაზღვროს, მართლაც ევროპაა საქართველო თუ პოლიტიკოსები ატყუებენ, აქ აზიელმა ევროპის ხიბლი უნდა დაინახოს.

იპოდრომი მორწყვადია
და ამ შესაძლებლობას შეუძლია თბილისი და საქართველო შეცვალოს. 
ეს სულ ახალი შესაძლებლობაა
იპოდრომი არ იყო მორწყვადი.
ხვალ ის შეიძლება გახდეს მორწყვადი. 
გუშინ წყლის, ელექტროენერგიის  უზარმაზარი ხარჯის, სასტარტო დიდი ხარჯის მიუხედავად იპოდრომი შეიძლება მაინც გადახრუკული დარჩენილიყო, 
მაგრამ დღეს შესაძლებელია საწყისი რაციონალური ხარჯით და მიმდინარე მცირე ხარჯით იპოდრომი მწვანედ ბიბინებდეს. 

როგორ? 
თბილისის მთავრობა ვერეს ხეობაში ახლადაშენებულ ბეტონის ჩქაროსნულ გზას გვირაბით უკავშირებს ბახტრიონის დასახლებას. 
შესაბამისად, გვირაბის გავლით  მდინარე ვერე ადვილად დაუკავშირდება იპოდრომის ზედა ფერდს, საიდანაც თვითდინებით მორწყავს უზარმაზარ ფართს. 
ეს იქნება ოაზისი, უხვი სიმწვანე და არა ისეთი, როგორსაც შეჩვეულნი ვართ აღმოსავლეთ საქართველოში.
საჭიროა მცირე რეზერვუარი ან  მცირე კაშხალი მდინარე ვერეზე, ტუმბო, რომელიც ვერეს წყალს აიტანს გვირაბის უმაღლეს წერტილამდე (დაახლოებით 5-10 მეტრზე) და წყალსადენი მილი, რომელიც გაივლის გვირაბის ერთერთ კუთხეში. 
იპოდრომის ფერდზე შეიძლება გაკეთდეს წყლის მეორე რეზერვუარი- ტბა, რომელსაც ექნება როგორც სარწყავი, ასევე დეკორატიული ფუნქცია, იქვე შეიძლება მოეწყოს ხელოვნური ჩანჩქერი და შადრევანი ვაკის პარკის ანალოგიით.


 



ყვითლად აღნიშნულია მშენებარე გვირაბი.
googleearth-ის მიხედვით ვერე ამ ადგილზე ზღვის დონიდან 444 მეტრზეა, ხოლო გვირაბის დასაწყისი წერტილი 450-ზე გვირაბი ალბათ ჰორიზონტალური იქნება, შესაბამისად წყალი ასატუმბი იქნება 5-10 მეტრზე.
ვაკის პარკის კასკადი შადრევნები გაცილებით მძლავრ ტუმბოს ამუშავებენ.



სამი მთავარი იღბლიანი ფაქტორი უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს: 
-იპოდრომის დიდი  სივრცე
-ვერეს საკმარისზე მეტი წყალი
-გვირაბი, რომელიც შესაძლებელს ხდის ვერეს წყლის იპოდრომზე გადასროლას

ეს სამი ფაქტორი უსარგებლოა, თუკი ერთმანეთს არ დაუკავშირდა

-მეოთხე ფაქტორი ენერგიული, ინიციატივიანი და ძლიერი მერიაა, რომელიც გვყავს. 

მას შეუძლია ყველა იღბლიანი ფაქტორის შეჯერებით საშვილიშვილო (სინამდვილეში სამუდამო) საქმე გააკეთოს. წინ გლობალური დათბობაა, განახლებული იპოდრომის მადლიერი დამსვენებლების რიცხვი მილიონს მალე გადააჭარბებს. 
სიტყვა მერიაზეა და საქმეც. 
მაგრამ მანამდე ერთი ომია მოსაგები, რომელსაც მერია ჩვენს გარეშე ვერ მოიგებს. იპოდრომი საზოგადოებრივ საკუთრებაში უნდა დავიბრუნოთ. 
ამას კი წერილებით ვერ მოვახერხებთ, მხოლოდ ქმედებით, ერთად დგომით და სოლიდარობით. 

დავიწყოთ დღესვე: 
შევხედოთ ამ საკითხს როგორც საზოგადოებრივ ბიზნეს პროექტს. 
ვისაც რა შეგვიძლია, დიზაინერმა შექმნას ვიზუალური მაკეტი, ჰიდროტექნიკოსმა (ინჟინერმა, არქიტექტორმა) გააკეთოს გათვლები, მელიორატორმა დახაზოს მორწყვის სწემა, მუსიკოსმა დადოს კულტურული ცენტრის პროექტი, არქიტექტორმა დადოს სცენა, ლანდშაფტის არქიტექტორმა ფერდის დიზაინი,სტუდენტმა, ფორუმელმა, ბლოგერმა დაჰკრას ბუკი და ნაღარა, ჟურნალისტმა აჟღარუნოს და ვინც ამ კატეგორიებში არ გავდივართ და ყველამ ერთად, ჩავიცვათ რაიმე მწვანე, შევიკრიბოთ, დავიყენოთ წინ კახა თოლორდავა და ხანგრძლივი ცოცხალი ჯაჭვი გავაკეთოთ იპოდრომის გარშემო. 


განმეორებით ინსპირირებულია კახა თოლორდავას განმეორებითი წერილით იპოდრომის თემაზე "ლიბერალში".
FORUM.GE.
     

3 comments:

tyler durden said...

salami, kargi statia aris, ise ki ipodromzec aris patara mdinare magram did milshi aris moqceuli : ) titqmis aravin ar icis... misi gamoyenebac mshvenivrad sheidzleba, ar aris eg sheudzlebeli, magram ...

Anonymous said...

At this time it sounds like Movable Type is the top blogging platform available right now.
(from what I've read) Is that what you are using on your blog?
Also visit my webpage : manchester united transfer news sneijder

Small Army Strong said...

Great ppost thank you