Wednesday, June 22, 2011

მოაწონე თავი რუსს!








+ 1 ახალი ლოზუნგი საქართველოსთვის

 
მოაწონე თავი რუსს!


რუსები თვლიან, რომ მოხარშულს გვიცნობენ.
იმ პორტრეტს, რომელიც გვაზდიკების გამყიდველ ულვაშა მიმინოს, გულში კარგ ადამიანს ზედ დაეხატა ბოლო 20 წელია, დღეს უარესი იერი აქვს ვიდრე სსრკს დროს. 

ჩავთვალოთ, რომ შემფასებელია კარგი რუსი ადამიანი და არა დერჟიმორდა 
ჩავთვალოთ რომ კარგი რუსი ადამიანები რუსეთში უმრავლესობას წარმოადგენენ

თქვენ მეტყვით, რომ როგორ უნდა ჩავთვალოთ რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა კარგ ხალხად და არადერჟიმორდად, თუკი საქართველოს დაპყრობისას წითელ მოედანზე მხოლოდ 7 კაცი გავიდა ომის წინააღმდეგ საპროტესტოდ.

მე გეტყვით, მივცეთ მათ ერთი შანსი. 
ეგ შანსი მათ დაიმსახურეს: 
მათ დაამარცხეს ნაპოლეონის იმპერია და გაათავისუფლეს ევროპა
მათ დაამარცხეს ფაშიზმი და იხსნეს მსოფლიო
მათში იდეალიზმი იმდენად დიდია, რომ  კაცობრიობის ისტორიაში პირველად დააარსეს ადამიანის მოფიქრებული  უტოპიური სოციალური წყობა კომუნიზმი,  და გაავრცელეს დედამიწის ნახევარზე. 

მათ ინგლისელთა და სხვა დიდ ევროპელ ერთა მსგავსად საკუთარი იმპერია უსისხლოდ დათმეს , გამოვიდნენ ავღანეთიდან

მათ როგორც ერს, ჰყავთ ყველაზე მეტი ნობელის პრემიანტი, ოლიმპიური მედალოსანი,
არიან ბალეტის მშობლები და კლასიკური მუსიკის მწვერვალების ავტორები, 


მათ მუზეუმში, ერმიტაჟში  კაცობრიობის ისტორიული შემოქმედების  მეოთხედია თავმოყრილი

მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში იუნესკომ მათი 23 ძეგლი შეიყვანა. 

მათი ექსტერიერი იმდენად კეთილადგანმაწყობელია, რომ ჩემს მიწაზე ავტომატიან მტერთანაც, დაპყრობიდან 2 წლის მერე, დალაპარაკება მინდება და არა მოკვლა.

მათ მიაღწიეს პიროვნებებად აღქმას მესამედი მსოფლიოს თვალში: ერთი ჩვეულებრივი რუსი  თუნდაც ჯარისკაცი, მათთვის კალაშნიკოვის ავტომატიანი მკვლელი კი არ არის, არამედ ლეონოვია, კურავლიოვია, დასაევია, აგუტინია, შევჩუკია, ვარუმია, გურჩენკოა, შარაპოვაა ან მისი ბიძაშვილია. 
გლობალური მასშტაბით ამ ქვეშეცნეულ სიმპატიაში მხოლოდ ამერიკას ჩამორჩებიან.


დაიმსახურეს რუსებმა, რომ თავი მოვაწონოთ. 


ოღონდ რითი, ამით შემდეგ ვიმსჯელოთ.       

No comments: