ჰიპერბოლას ვხმარობ, უტრირებას პროვოკაცის მინარევით,
მაგრამ გულწრფელად მიმაჩნია, რომ ქართველები გადაჭარბებულ იმედებს ვამყარებთ იმ 300თუ 500 კაცზე, რომლებმაც ჩვენს მაგივრად უნდა მოიგონ, ღირსება დაგვიბრუნონ, მსოფლიოს აღიარება მოიპოვონ.
ჩვენ კი ამ მიზნების მისაღწევად ტელევიზორის წინ სავარძელში მყოფებს სპორტული თუ კულტურის სიახლეების ბეჯითად ყურება გვევალება მხოლოდ.
ხომ არ არის დრო ქართველებმა ერთი 3 წლით უარი ვთქვათ სპორტსა და ცეკვა-თამაშზე, დეფილეებსა და ფესტივალებზე, კონცერტებსა და ტურნირებზე?
შეიძლება სულ ბოლოს ასეთი რეაქციული აზრი ძველ საბერძნეთში ითქვა ფორუმზე, როცა ერთერთმა უსახელო ორატორმა თავის თანამემამულეებს სპორტის,თეატრისა და ცეკვა თამაშის მატყუარა ბუნებაზე მიუთითა და რეალური ცხოვრების რეალურ პრობლემებზე მუშაობა ურჩია.
"მოემზადეთ ომისთვის, მოიყვანეთ და დაასაწყობეთ ხორბალი, გამოიყვანეთ არხი, მოკირწყლეთ გზები ანუ აკეთეთ ის, რაც შეგიძლიათ თქვენ ყველას, ნუ მოიტყუებთ თავს, რომ 40 მოჭიდავე და 60 მსახიობი თქვენს ომს მოიგებს და თქვენს შვილებს დააპურებს",
მაგრამ ეს სიტყვა ისტორიამ არ შემოინახა.
ორატორი გაკიცხული აღმოჩნდა და უსახელოდ მოკვდა.
სანახაობას მაშინვე ჰქონდა ჰიპნოზური მიზიდულობის უნარი.
დავივიწყოთ ერთი ორი წლით ძიუდო, ფეხბურთი, რაგბი და სახელოვანი ბარიტონ-სოპრანოები.
გამარჯვება, ღირსება და აღიარება ჩვენჩვენივე სამსახურებში და საქმეებში ვეძებოთ.
მოვიგებთ ნამდვილად თუ 4 მილიონი მოვინდომებთ, ჩვენი წარმატება
500 კაცის წარმატებას გადაწონის.
ოღონდ თუ მოვინდომებთ.
ამისთვის კი საჭირო იქნება ჩვენი წილი ქვეყანა განვითარებულ მონაკვეთად ვაქციოთ.
ჩვენი წილი ქვეყანა კი არა მარტო საკუთარი ბინის კარს შიგნითაა, ის სამსახურში და ქუჩაშიცაა, ყველგანაა, სადაც მიგვესვლება და იქაც, სადაც არ მიგვესვლება.
Monday, October 18, 2010
300 ფეისი თუ 4.000.000 მოქალაქე?
Posted by cartwheel at 11:04 AM
Labels: ვინიგრეტი, საზოგადოება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
"...ნუ მოიტყუებთ თავს, რომ 40 მოჭიდავე და 60 მსახიობი თქვენს ომს მოიგებს და თქვენს შვილებს დააპურებს..."
ალბათ ინფანტილიზმით გაჟღენთილი იდეალისტი ვარ) იმედია ახალი თაობის იდეოლოგიად იქცევა... ეს თქვენი "ნახტომი წარმატებისკენ"...
Hello! I've been reading your web site for some time now and finally got the bravery to go ahead and give you a shout out from Austin Tx! Just wanted to say keep up the excellent job!
Here is my web page :: man utd transfer news today
Post a Comment