Friday, October 1, 2010

ბეარ გრილსის ცრუ რჩევები




ბეარი ახალ სერიალს აკეთებს, რომელშიც ექსტრემალურ სიტუაციებში ადამიანის გადარჩენას უკვე ცივილიზაციის ტერიტორიაზე გვთავაზობს.
ბოლო გადაცემა ეთმობოდა გადარჩენას როცა დაღმართზე მძღოლს მუხრუჭები უმტყუნებს.
აქ ბეარმა 2 ცუდი რჩევა მოგვცა.

1. საჭეს ხელი თათებად მოვკიდოთ, რათა შეჯახების შემთხვევაში ცერები არ მოგვტყდეს.

2. დაღმართზე დაქანებისას უნდა მიებჯინო რკინის დამცავ ბორდიურებს რათა მასზე ხახუნით წინააღმდეგობა შექმნა და ამით მოძრაობა შეანელო.


უკიდურესად სახიფათო რჩევებია. პირველი იმირომ, რომ ხელი თათად შემოჭდობილი ვერ შეძლებ ბეარისვე რჩევის შესრულებას - ატარო მანქანა ზიგზაგებად მაქსიმალური ამპლიტუდით.
მეორე კი იმიტომ, რომ დამცავი ბორდიურები, მითუმეტეს მეტალის ბორდიურები ძალიან სუსტია იმისათვის, რომ გადასავარდნად შეგდებული მანქანა უკან გზაზე შემოაბრუნოს. უფრო ადვილი მოსალოდნელია, რომ მანქანამ ეგ წინაღობა დაუბრკოლებლად გადალახოს და გადავარდეს.

უკეთესი იქნებოდა ბეარსს ესწავლებინა, რომ მძღოლმა ზიგზაგი აკეთოს საჭის ცალი გაშლილი ხელით სწრაფი ბრუნით, ხოლო გზის დამცავ ბარიერებთან მიმართებაში ერჩია მას შეგნებულად დავჯახებოდით პარალელურად, გასწვრივ და მთელი ბორდიურისთვის ზედ გადაგვევლო- დაგვეწვინა და არა შევჯახებოდით ხრამის მიმართულებით.

No comments: